Monday, April 19, 2021

 სკოლაში მოსწავლეებთან ერთად ჩამოვაყალიბე წიგნის მოყვარულთა წრე,რომელიც მოტივირებულ მოსწავლეთა გაერთიანებაა,ჩვენ გვიყვარს წიგნი,ეს არის ჩვენი სლოგანი.ბავშვები ყოველთვის დიდი სიხარულით ელოდებიან  შეხვედრას,რომელიც არის საინტერესო და თავისუფალი,ისინი აქ ყოველთვის თავს ფანტასტიკურად გრძნობენ.

Monday, July 27, 2020

ვმუშაობ ქისტაურის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
სტატუსი -წამყვანი;
მაქვს სადამრიგებლო კლასი,არჩეული ვარ ფასილიტატორად,ვასრულებ სამეურვეო საბჭოს  მოვალეობას,ამასთანავე,ვხელმძღვანელობ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას.
ჩემი ძირითადი საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება ახალგაზრდობისსულიერ ფორმირებას ქვეყნის საკეთილდღეოდ,რაც გამოიხატება მათ სულიერ და მორალურ  ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

მიყვარს ჩემი საქმე და, რაც მთავარია, ბავშვები.

Thursday, December 24, 2015

ჩემი მუშაობა  მასწავლებლებთან მიმდინარეობს  მეტად საინტეროსოდ,ყოველდღიურად  ვხვდები მათ, ვაძლევ რჩევებს , ვეხმარები  კითხვარების ადეკვატურად გაგებაში,ვცდილობ,მივცე სწორი მიმართულება თითოეული  კითხვარის ობიექტურობის თვალსაზრისით. მასწავლებლები ამ გამოწვევას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. დღეისათვის  თითქმის ყველა მასწავლებელს თვითშეფასების კითხვარი შევსებული აქვს, ამჯერად მუშაობას  ვიწყებთ  პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენაზე.

Wednesday, December 2, 2015

რეფლექსია

                                                                                     

 

Tuesday, December 1, 2015




ჩვენ ვიწყებთ თვითშეფასების კითხვარის შევსებას!

ხვალ, 2 დეკემბერს, გვაქვს პირველი შეხვედრა ჩემი ფასილიტაციის სფეროში მყოფ პედაგოგებთან.იმედია, შეხვედრა საინტეროსოდ ჩაივლის,ვფიქრობ, მასწავლებლებს ექნებათ საინტერესო კითხვები  თვითშეფასების კითხვართან დაკავშირებით. მე, როგორც ფასილიტატორი,მზად ვარ, მასწავლებლების მიერ დასმულ  ყველა შეკითხვას გავცე ადექვატური პასუხი.

Wednesday, October 21, 2015

როგორ ვიყენებ თვითშეფასებასა და თანატოლთა შეფასებას მე-5 კლასში

     მე-5 კლასის მოსწავლეები ყოველთვის არიან გაურკვევლობაში იმ თვალსაზრისით, რომ მათ სრულიად ახალი გარემო, ახალი საგნები და ახალი მასწავლებლები ხვდებათ.
პირველად მათ უჭირთ კომუნიკაციის დამყარება მათთვის ახალ მასწავლებლებთან, აქვთ შიშნარევი დამოკიდებულება  საპროგრამო მასალისადმი,ეჩვენებათ დიდი და დაუძლეველი.
    ამ დროს ყველაზე მეტად სჭირდება მასწავლებელს ოსტატობა ,მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემოს შექმნა ისე,რომ მათთვის საინტერესო გახდეს სწავლება.:ყინულის გალღობის :შემდეგ, ბავშვები ნელ-ნელა ეჩვევიან ახალ მეთოდებსა და მიდგომებს, მე ვფიქრობ,მასწავლებელმა  მოსწავლეები უნდა გააცნობიერონ საკუთარი ნაკლისა და და დებითის შეცნობაში, უნდა აუხსნას, რამდენად მნიშვნელოვანია  მათთვის შეცდომებზე სწავლა,ამ კუთხით სწავლება დაფუძნებულია  მოსწავლის განვითარებაზე.
       სწავლებაში გაკვეთილის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია შეფასება.
მე, პირადად, მე-5 კლასის მოსწავლეებთან აქტიურად ვიყენებ თვითშეფასებას და თანატოლთა  შეფასებას.
თითოეულ გაკვეთილზე მოსწავლე აფასებს საკუთარ ცოდნას და  ასახელებს ქულას ,რომელსაც ის იმსახურებს.(მოსწავლე უკვე იცნობს შეფასების სქემას)  აქვე ვახდენთ, შეცდომების გაანალიზებას,ვცდილობ, ბავშვს დავანახო საკუთარი სუსტი მხარე.

     ასევე საინტერესოა,თანატოლთა შეფასება, მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს,კარგად ამჩნევენ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს,ვფიქრობ, ეს ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯია თვითშეფასების ამაღლებისას. ამგვარმა შეფასებამ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში საკმაოდ კარგი შედეგი მომცა.