Wednesday, October 21, 2015

როგორ ვიყენებ თვითშეფასებასა და თანატოლთა შეფასებას მე-5 კლასში

     მე-5 კლასის მოსწავლეები ყოველთვის არიან გაურკვევლობაში იმ თვალსაზრისით, რომ მათ სრულიად ახალი გარემო, ახალი საგნები და ახალი მასწავლებლები ხვდებათ.
პირველად მათ უჭირთ კომუნიკაციის დამყარება მათთვის ახალ მასწავლებლებთან, აქვთ შიშნარევი დამოკიდებულება  საპროგრამო მასალისადმი,ეჩვენებათ დიდი და დაუძლეველი.
    ამ დროს ყველაზე მეტად სჭირდება მასწავლებელს ოსტატობა ,მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემოს შექმნა ისე,რომ მათთვის საინტერესო გახდეს სწავლება.:ყინულის გალღობის :შემდეგ, ბავშვები ნელ-ნელა ეჩვევიან ახალ მეთოდებსა და მიდგომებს, მე ვფიქრობ,მასწავლებელმა  მოსწავლეები უნდა გააცნობიერონ საკუთარი ნაკლისა და და დებითის შეცნობაში, უნდა აუხსნას, რამდენად მნიშვნელოვანია  მათთვის შეცდომებზე სწავლა,ამ კუთხით სწავლება დაფუძნებულია  მოსწავლის განვითარებაზე.
       სწავლებაში გაკვეთილის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია შეფასება.
მე, პირადად, მე-5 კლასის მოსწავლეებთან აქტიურად ვიყენებ თვითშეფასებას და თანატოლთა  შეფასებას.
თითოეულ გაკვეთილზე მოსწავლე აფასებს საკუთარ ცოდნას და  ასახელებს ქულას ,რომელსაც ის იმსახურებს.(მოსწავლე უკვე იცნობს შეფასების სქემას)  აქვე ვახდენთ, შეცდომების გაანალიზებას,ვცდილობ, ბავშვს დავანახო საკუთარი სუსტი მხარე.

     ასევე საინტერესოა,თანატოლთა შეფასება, მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს,კარგად ამჩნევენ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს,ვფიქრობ, ეს ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯია თვითშეფასების ამაღლებისას. ამგვარმა შეფასებამ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში საკმაოდ კარგი შედეგი მომცა.


No comments:

Post a Comment