მე-5 კლასის მოსწავლეები ყოველთვის არიან გაურკვევლობაში იმ თვალსაზრისით, რომ მათ სრულიად ახალი გარემო, ახალი საგნები და ახალი მასწავლებლები ხვდებათ.
პირველად მათ უჭირთ კომუნიკაციის დამყარება მათთვის ახალ მასწავლებლებთან, აქვთ შიშნარევი დამოკიდებულება საპროგრამო მასალისადმი,ეჩვენებათ დიდი და დაუძლეველი.
ამ დროს ყველაზე მეტად სჭირდება მასწავლებელს ოსტატობა ,მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემოს შექმნა ისე,რომ მათთვის საინტერესო გახდეს სწავლება.:ყინულის გალღობის :შემდეგ, ბავშვები ნელ-ნელა ეჩვევიან ახალ მეთოდებსა და მიდგომებს, მე ვფიქრობ,მასწავლებელმა მოსწავლეები უნდა გააცნობიერონ საკუთარი ნაკლისა და და დებითის შეცნობაში, უნდა აუხსნას, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის შეცდომებზე სწავლა,ამ კუთხით სწავლება დაფუძნებულია მოსწავლის განვითარებაზე.
სწავლებაში გაკვეთილის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია შეფასება.
მე, პირადად, მე-5 კლასის მოსწავლეებთან აქტიურად ვიყენებ თვითშეფასებას და თანატოლთა შეფასებას.
თითოეულ გაკვეთილზე მოსწავლე აფასებს საკუთარ ცოდნას და ასახელებს ქულას ,რომელსაც ის იმსახურებს.(მოსწავლე უკვე იცნობს შეფასების სქემას) აქვე ვახდენთ, შეცდომების გაანალიზებას,ვცდილობ, ბავშვს დავანახო საკუთარი სუსტი მხარე.
ასევე საინტერესოა,თანატოლთა შეფასება, მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს,კარგად ამჩნევენ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს,ვფიქრობ, ეს ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯია თვითშეფასების ამაღლებისას. ამგვარმა შეფასებამ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში საკმაოდ კარგი შედეგი მომცა.
Wednesday, October 21, 2015
Thursday, October 15, 2015
ს.ს მ. მოსწავლის მოდიფიცირებული გეგმა
გვარი-ძაღოშვილი დიანა
კლასი-მე-7
მოკლევადიანი მიზნები-ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა ,სიტყვის მნიშვნელობის გააზრება და მისი ადეკვატური გამოყენება წინადადებაში.
მარტივი წინადადების შედგენა და მისი შინაარსიის გააზრება.
4-5 წინადადებისაგან შედგენილი თხზულების მოკლე შინაარსის გადმოცემა.
ქართული და ოსური სიტყვების ერთმანეთისაგან გარჩევა და მათი ადეკვატური გამოყენება.(ორენოვანი მოსწავლე)
გრძელვადიანი მიზნები-პატარა მოთხრობის შექმნა საკუთარი ინტერპრეტაციით.
მოთხრობაში დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების გარჩევა და დასაბუთება საკუთარი სიტყვებით.
სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მოდიფიცირებული)
ზეპირი მეტყველება-შეუძლია მარტივი ტექსტიდან შინაარსის გადმოცემა,
შეუძლია სხვების მეტყველების მოსმენა,
შეუძლია საკლასო დისკუსიაში მარტივად აზრის გადმოცემა.
შეუძლია ზეპირი კომუნიკაცია და მისი გამოყენება გაკვეთილის პროცესში.
კითხვა-შეუძლია მარტივი ტექსტების კითხვა გააზრების გარეშე.
შეუძლია პასუხის გაცემა საკუთარი სიტყვებით წაკითხულიდან გამომდინარე.
წერა-შეუძლია მარტივი ტექსტის შექმნა და კლასის წინაშე გამოსვლა.
შეუძლია ტექსტში წინადადების თანმიმდევრობით დალაგება,
დიანა ძაღოშვილთან მუშაობის ჩანაწერები:
ოქტომბრის თვეში ყოველდღიურად ვმუშაობდით სიტყვების მნიშვნელობების გააზრებასა და მათ წინადადებაში გამოყენებაზე:
ხუთსტროფიანი ლექსის დანაწევრებაზე და ზეპირად დასწავლაზე.
სიტყვების სწორად წარმოთქმაზე , ოსური აქცენტის ამოღებაზე ქართული მეტყველებიდან.
დიანა, ფაქტობრივად, კლასთან ერთად შესანიშნავად გრძნობს თავს.
მაქვს დიანას ფოტომასალა გაკვეთილზე ლექსის ზეპირად წარმოთქმის დროს. ,
პირველი სემესტრის შედეგებით დიანა ძაღოშვილმა თითქმის მთლიანად დაძლია მოკლევადიანი მიზნები,ამჯერად მუშაობას ვიწყებთ გრძელვადიან მიზნებზე,იმედია, მეორე სემესტრიდან ამ სირთულეს იოლად დავძლევთ.
Wednesday, October 14, 2015
ჩემ შესახებ
ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,ვმუშაობ ქისტაურის საჯარო სკოლაში.ვარ სელტიფიცირებული.მიყვარს ჩემი პროფესია,მუდმივად ვარ სიახლეების ძიებაში,ჩემი მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და საგნით დაინტერესებაა.სურვილი მაქვს გავზარდო წიგნიერი ახალგაზრდობა,შევაყვარო ქართველი მწერლები და გავუღვივო ეროვნული სულისკვეთება,
Tuesday, October 6, 2015
XII კლასის სადამრიგერბლო პროგრამა 2015-16 სასწავლო წელი ქისტაურის საჯარო სკოლა კლ.ხელ-ნ.შუქურაშვილი
კლასთან მუშაობის პრიორიტეტები
ა) სააღმზდელო მუშაობის გეგმის შედგენა, რომელიც ეფუძნება ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი მოქალაქის აღრზდას.
ბ) ხელს შევუწყობ მოსწავლეთა შინაგანი ძალების აქტივაციის, მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენას...
გ) ვიზრუნებ თანამედროვე ღირებულებებისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდის ჩამოყალიბებისათვის.
დ) ერთად დავიცავთ გარემოს, ვიზრუნებთ ეკოლოგიური საფრთხის წინააღმდეგ.
ე) აქტიურად ჩავრთავ მოსწავლეებს საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.
ვ) მუდმივ მონიტორინგს გავუწევ ქცევის წესების დაცვას.
ზ) აქტიურად ჩავერთვებით სკოლის საზოგადოებრივ საქმიანობასა და ბიბლიოთეკის მუ--შაობაში.
თ) ვიზრუნებ მოსწავლეთა მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერებების ამაღლებაზე.
შესასრულებელი საკითხები |
ჩატარების დრო
|
პასუხისმგებელი
| |
ა
|
საუბრების ჩატარება ცნობილ ადამიანებზე.(მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით)
|
ოქტომბერი , .
|
ნ,შუქურასვილი.
|
ბ
|
სწრაფვა წარმატებისაკენ-ჩემი მიზანი;
|
ოქტომბერი
|
ნ.შუქურაშვილი
|
გ
|
ლიტერატურული პერსონაჟის გასამართლება;
|
ნოემბერი
|
ნ,შუქურაშვილი
|
დ
|
რა არის სიყვარული?
| ||
ე
|
წიგნი ცოდნის დედაა.
|
ნოემბერი
|
ნ.შუქურაშვილი
|
ვ
|
მიეცი ნიჭსა გზა ფართო
|
დეკემბერი
|
ნ. შუქურაშვილი
|
ზ
|
ცხოვრების ჯანსაღი წესი
| იანვარი | ნ.შუქურაშვილი |
.
| |||
ი
|
წიგნი და კომპიუტერი.
|
თებერვალი
|
ნ. შუქურაშვილი
|
კ
|
დღის რეჟიმი და მისი ორგანიზება.
|
თებერვალი
|
ნ. შუქურაშვილი
|
ლ
|
სწავლა ცოდნის მდინარეა სინათლისაკენ მიმავალი.
|
მარტი
|
ნ.შუქურაშვილი
|
მ
|
მეგობრობის ძალა ერთობაშია.
|
აპრილი
|
ნ.შუქურასვილი
|
Subscribe to:
Comments (Atom)