Thursday, October 15, 2015

ს.ს მ. მოსწავლის მოდიფიცირებული გეგმა

გვარი-ძაღოშვილი დიანა  

კლასი-მე-7


მოკლევადიანი მიზნები-ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა ,სიტყვის მნიშვნელობის გააზრება და მისი ადეკვატური გამოყენება წინადადებაში.
 მარტივი წინადადების შედგენა და მისი შინაარსიის გააზრება.
4-5 წინადადებისაგან შედგენილი თხზულების მოკლე შინაარსის გადმოცემა.
ქართული და ოსური სიტყვების ერთმანეთისაგან გარჩევა და მათი ადეკვატური გამოყენება.(ორენოვანი მოსწავლე)


გრძელვადიანი მიზნები-პატარა მოთხრობის შექმნა საკუთარი ინტერპრეტაციით.
მოთხრობაში დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების გარჩევა  და დასაბუთება საკუთარი სიტყვებით.



სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მოდიფიცირებული)

ზეპირი მეტყველება-შეუძლია მარტივი ტექსტიდან შინაარსის გადმოცემა,
შეუძლია სხვების მეტყველების მოსმენა,
შეუძლია საკლასო დისკუსიაში მარტივად აზრის გადმოცემა.

შეუძლია ზეპირი კომუნიკაცია და მისი გამოყენება გაკვეთილის პროცესში.


კითხვა-შეუძლია მარტივი ტექსტების კითხვა გააზრების გარეშე.

შეუძლია პასუხის გაცემა  საკუთარი სიტყვებით წაკითხულიდან გამომდინარე.

წერა-შეუძლია მარტივი ტექსტის შექმნა და კლასის წინაშე გამოსვლა.

შეუძლია ტექსტში წინადადების თანმიმდევრობით დალაგება,




დიანა ძაღოშვილთან მუშაობის ჩანაწერები:


ოქტომბრის თვეში ყოველდღიურად ვმუშაობდით სიტყვების მნიშვნელობების გააზრებასა და მათ წინადადებაში გამოყენებაზე:
ხუთსტროფიანი ლექსის  დანაწევრებაზე და ზეპირად დასწავლაზე.

სიტყვების სწორად წარმოთქმაზე , ოსური აქცენტის ამოღებაზე ქართული მეტყველებიდან.


დიანა, ფაქტობრივად, კლასთან ერთად შესანიშნავად გრძნობს თავს.
მაქვს დიანას ფოტომასალა გაკვეთილზე ლექსის ზეპირად წარმოთქმის დროს. ,


დიანა ძაღოშვილი დღითდღე  აუმჯობესებს აკადემიურ უნარებს,ამ ეტაპზე მან უკვე შეძლო მოკლევადიანი მიზნების დაძლევა.,შემაჯამებელ სამუშაოს  შესრულებისას ის უკვე ახერხებს  მიიღოს დამსახურებული შეფასება "6", რაც ვფიქრობ ,საკმაოდ კარგი შედეგია.

პირველი სემესტრის შედეგებით დიანა ძაღოშვილმა  თითქმის მთლიანად  დაძლია  მოკლევადიანი მიზნები,ამჯერად მუშაობას ვიწყებთ გრძელვადიან მიზნებზე,იმედია, მეორე სემესტრიდან  ამ სირთულეს იოლად დავძლევთ.

  

No comments:

Post a Comment